2003 წელს პირველი ციფრული საბეჭდი მანქანა - HP INDIGO შევიძინეთ და მსოფლიოში ამ მანქანის მყიდველთა პირველ ასეულში მოვხვდით. მას შემდეგ თქვენი ხელშეწყობით ვიზრდებით და ვვითარდებით. ჩვენთვის პირველი დღიდან დღემდე ხარისხი იყო მთავარი. ქართულ ბაზარზე, სადაც ხარისხს ფასზე ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მაინც ვინარჩუნებთ ჩვენთვის მთავარს - ხარისხს.

სავიზიტო ბარათი გნებავთ თუ რემბრანდტის რეპროდუქცია ტილოზე. ყველაფერი დეგაპრინტში. „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, როგორც იუსტიციის სახლში. დიზაინით დაწყებული და საბოლოო პროდუქტით დამთავრებული. უმოკლეს დროში. იუსტიციის სახლში რიგში დგომა გიწევთ, ჩვენთან - არა.

ჩვენი კოლეგა სტამბები თავიანთ საიტებზე ფრაის ლისტებს ათავსებენ. ამას პრინციპულად არ ვაკეთებთ. პირველი იმიტომ , რომ თქვენ არ გაწვალოთ - მაგის დათვლას მათემატიკის პროფესორი სჭირდება. (მაგალითად - A3 ფურცელი ერთი ცალი, ორი კეცვით ამდენი, თუ რაოდენობა 1 დან 10 მდეა -ამდენი თუ ორი მხარეა - ამდენი, თუ სამი კეცვაა -ამდენი და ა.შ. ) მეორე, იმიტომ, რომ ლარის კურსის დევნა სრულიად უნაყოფო ქმედებაა. ერთი ზარია საკმარისი და ერთ წუთში გეტყვით ფასს. ის , რომ ჩვენ ვინმეზე ძვირი ვართ, მითია, ან ბოროტი ჭორი. გადაგვამოწმეთ - ერთი წუთია საჭირო.


სახუმაროდ ჩვენი დიზაინერის ფრაის ლისტს ვათავსებ აქ, რომელიც სულ იმაზე წუწუნებს, რომ კლიენტები ხელს უშლიან მუშაობაში: